ტელ.: საქართველო, თბილისი, 0162
ჭავჭავაძის ქ. # 37ბ
Tel: +995 322 19 33 00
E-mail: info@vengo.ge


„ვენგო ჯგუფი“ აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.  2011 წლიდან კომპანიამ საქმიანობის არეალი გააფართოვა, საექსპედიტორო კომპანია "ვენგო"-ს შექმნით. 

„ვენგო ჯგუფი“ ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სხვადასხვა მიმართულებებით.  დაარსებიდან დღემდე ჩვენ ვთანამშრომლობთ დარგის წამყვან კომპანიებთან, იმისათვის რომ სანდო და მაღალი ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. ჩვენ მუდმივ ძიებაში ვართ, რათა გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი, გავზარდოთ სამუშაო არეალი, სწრაფად დავნერგოთ სიახლეები და მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს კლიენტებს.
 
"ვენგო ჯგუფი" 2013 წლიდან გახდა ექსკლუზიური პარტნიორი ორი ვეროპული კომპანიის გერმანული "ბარტ შპედიციონის" და იტალიური "იტალსემპიონესი", რომელთა მრავალწლიანი გამოცდილების და კარგად განვითარებული სასაწყობე მეურნეობების შაშუალებით ხორციელდება ნაკრები ტვირთების რეგულარული იმპორტი ევროპიდან.

2017 წელს ვენგო ჯგუფის ფარგლებში, თბილისში დაარსდა ამიერკავკასიაში ერთ ერთი უმსხვილესი ლოჯისტიკური ცენტრი "ბართ ლოჯისტიკი". ლოჯისტიკური ცენტრი მოიცავს 9000 კვადრატული მეტრის დახურულ სასაწყობე მეურნეობას, მათ შორის საბაჟო საწყობს. "ვენგო ჯგუფი" როგორც სატრანსპორტო კომპანია ექსკლუზიური პირობებით სარგებლობს ბართ ლოჯისტიკსის" საბაჟო ტერმინალში, სთავაზობს იმპორტიორ კომპანიებს მიწოდების ჯაჭვის სრულ ციკლს "კარიდან კარამდე" და ამავდროულად აწარმოებს საბაჟო პროცედურებს საუკეთესო პირობებით.