ტელ.: საქართველო, თბილისი, 0162
ჭავჭავაძის ქ. # 37ბ
Tel: +995 322 19 33 00
E-mail: info@vengo.ge


პასუხისმგებლიანობა: ამ თვისების გარეშე წარმოუდგენელია  წარმატება და მომხმარებლის კეთილგანწყობა. ტრანსპორტირება საკმაოდ რისკიანი დარგია, ამიტომ პასუხისმგებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი ფასეულობაც პასუხისმგებლობაა. ვენგოს თითოეული თანამშრომელი საკუთარ საქმეს გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით უდგება. 

მომხმარებელზე ორიენტირებულობა: ჩვენთვის მომხმარებელი არის ცენტრი, რის გარშემოც ყველაფერი ბრუნავს. მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინება ხდება ჩვენი საქმიანობის ყველა ეტაპზე. 
 
ხარისხიანი მომსახურება: მაღალი ხარისხის მომსახურება და პროდუქტი უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის კმაყოფილებისათვის. თითოეულ ჩვენს მომხმარებელს ჰყავს საკონტაქტო პირი ვენგოში, რომელიც ნებისმიერ დროს მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას საჭირო საკითხზე. მომსახურების გაწევამდე ვცდილობთ მაქსიმალურად გავერკვეთ მომხმარებლის საჭიროებაში და ამ საჭიროების დაკმაყოფილების ალტერნატიული გზები შევთავაზოთ. 
 
თანამშრომლები: მომსახურების ხარისხი პირდაპირ კავშირშია მომსახურების გამწევთან. ჩვენი მოტივირებული თანამშრომლები თავს არ ზოგავენ იმისათვის, რომ თითოეული თგვენგანი კმაყოფილი იყოს კომპანიის მუშაობით. კომპანიაც თავის მხრივ ხელს უწყობს თანამშრომლებს მოტივაციისა და კეთილგანწყობისათვის, უქმნის რა მათ სასიამოვნო სამუშაო გარემოს,  ამაღლებს მათ კვალიფიკაციას შესაბამისი ტრეინინგებით. ნებისმიერ ჩვენს თანამშრომელს ამჟამინდელი პოზიციის მიუხედავად კარიერული წინსვლის დიდი შანსი აქვს. 
 
ინოვაციურობა: ჩვენი კომპანია მუდმივ ძიებაშია.  ვცდილობთ დავნერგოთ თანამედროვე ტექნოლოგიები ოპერაციების ყველა ნაწილში.  ინოვაციები საშუალებას გვაძლევს დროისა და სხვა რესურსების დაზოგვის ფონზე ავამაღლოთ  მომსახურების ხარისხი.