ტელ.: საქართველო, თბილისი, 0162
ჭავჭავაძის ქ. # 37ბ
Tel: +995 322 19 33 00
E-mail: info@vengo.ge


არაგაბარიტულია ტვირთი, რომელიც არ თავსდება სტანდარტულ მისაბმელსა თუ კონტეინერში. ტვირთი რომელიც აღემატება სიგრძით 13.6 მ , სიგანით 2.50 მეტრს, სიმაღლით 3 მეტრს და წონით 24 ტონას არაგაბარიტულ ტვირთად ითვლება. არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების ტვირთის გადაზიდვას სჭირდება სპეციალური ტექნიკა და ნებართვები, თუმცა გადაზიდვის მთავარ ასპექტს წარმოადგენს საინჟინრო დაგეგმარების ეფექტიანად წარმოება.

ჩვენ გთავაზობთ არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას საქართველოს სომხეთისა და აზერბაიჯანის მასშტაბით. 

 
        მომსახურება მოიცავს:
  • გადაზიდვის მარშრუტის შემუშავებას;
  • გადაზიდვისთვისთვის აუცილებელი სატრანსპორტო სპეცტექნიკის შერჩევას და დროულად მიწოდებას;
  • სპეციალური ნებართვებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებას;
  • უსაფრთხოების მენეჯერის მხრიდან - აღნიშნული ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის კონტროლს;
  • დაცვა-გაცილების ორგანიზებას.